უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
„ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი.
ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. იბრძოდა სირიაში.
როგორც ამბობენ, „ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა“, - წერს გონჩარენკო.