დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
როგორც ვოლოდინმა ტელეგრამის პირად არხზე დაწერა, ჟირინოვსკის მდგომარეობა მძიმეა და მას დღეს ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა.
„მინდა, დაგამშვიდოთ, ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვნერვიულობთ, ექიმები იბრძვიან. თავადაც დიდი თანამოაზრეა. მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ“, - აცხადებს ვოლოდინი.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ჟირისოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.