უკრაინის დაზვერვის სამსახური იუწყება, რომ სირია ვერ ახერხებს რუსეთის გეგმის შესრულებას, რომელიც უკრაინის ომში საბრძოლველად „ბოევიკების“ ჩაყვანას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სირიის ხელისუფლების დაპირებები რუსული არმიისთვის დაქირავებული ჯარისკაცების ჩაყვანის თაობაზე, ვერ სრულდება. დაპირებული „მარტივი გასეირნება“ შეიცვალა სასტიკი ბრძოლისა და რუსეთის მძიმე მსხვერპლის შესახებ ცნობებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ 22 მარტს შეხვედრა გაიმართა სირიის სამხრეთ პროვინციაში, მე-8 ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ნასიმ აბუ ირას და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალს ალექსანდრე ჟურავლევს შორის.
რუსმა გენერალმა მოითხოვა იმ „ბოევიკების“ სია, რომლებიც მზად არიან მიიღონ მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუმცა სირიელმა პოლკოვნიკმა მკაფიო პასუხი არ გასცა.