ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზზე საუბრობს.
სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას და პუტინის რეჟიმის დასრულებას პროგნოზიდებს:
“რუსეთმა გუშინ აღიარა თითქმის 10 ათასი დაღუპული ჯარისკაცი 1 თვეში. ავღანეთში, დღევანდელ რუსეთზე ორჯერ დიდმა საბჭოთა კავშირმა, 10 წელიწადში 14 ათასი დაკარგა. ჩეჩნეთის ორივე სასტიკ ომში რუსეთმა დაკარგა 2-ჯერ ნაკლები.
ეს რიცხვი აჩვენებს, რომ დამთავრებულია რუსეთის საქმე. მე ვპროგნოზირებ არამხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.