„პუტინს დარჩა დღეები კი არა, საათები აქვს დათვლილი“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ვინც პუტინს ღიად უპირისპირდებოდა.
„ძალიან მიკვირს, ამ ადამიანების, რომლებიც დღეს კიდევ ასამართლებენ ჩემს შვილს. იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ პუტინს დარჩა დღეები კი არა, საათები აქვს დათვლილი, ამას ვერ მიხვდნენ. რეალობა ვერ დაინახა ამ ხალხმა და ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე, მსოფლიოში ერთადერთი იყო, ვინც პუტინს უპირისპირდებოდა და ყველა იყო დამუნჯებული, დაყრუებული და გაზარდეს მონსტრი, რომელიც მივიღეთ. დღეს ამდენ ადამიანს ხოცავს უკრაინაში და ჩემი შვილი, რატომ არის ამ სკამზე? იმიტომ, რომ არ მიართვა თავისი ქვეყანა თეფშზე დადებული“, - აცხადებს გიული ალასანია.