რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა, რუსს პოლიტიკოსს ამჯერად ფილტვი გაეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის უარყოფითი ტენდენცია აქვს. ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში უარყოფითი დინამიკა შეინიშნება.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსს სეპტიკური შოკის დიაგნოზი დაუსვეს. ასევე, მას ფილტვები მთლიანად შეშუპებული ჰქონდა.
ბოლო ინფორმაციით, რუს პოლიტიკოსს ცალი ფილტვი გაეთიშა.