ამ სარჩელით კრემლს უმტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ორმაგს არ თამაშობენ, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა:
“ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქო-ს მოქმედების მოტივების ყველა ვარიანტზე ვიფიქრე.
ერთადერთი ვარიანტი მაქვს, თუ დავუშვებთ, რომ მათი გადაწყვეტილება ექვემდებარება რაციონალურ ლოგიკას და ის ასე გამოიყურება:
არსებობს შეთანხმება რუსეთთან მკვეთრად განსაზღვრული “წითელი ხაზები”-თ შესაბამისი კონტროლის, მათ შორის პრეზიდენტის, ვალდებულებით.
ახლა ამ სარჩელით კრემლს უმტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ორმაგს არ თამაშობენ.
მთელი მათი ბოლო პერიოდის “ომი გინდათ?!” პოლიტიკაც ამ ლოგიკაში ჯდება,” – წერს გია ხუხაშვილი.