რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგები აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვები და სად ითხოვოს დახმარება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„შეიარაღებული ძალები ვაჟკაცურად და კრეატიულად დგანან. მტერს ისეთ დანაკარგს ვაყენებთ, რომ უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვები, დახმარება, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს. რუსეთი ომისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა. მათ მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი დააგროვეს ბოროტებისთვის, მეზობლების დაპყრობისა და უკრაინისა და ევროპის განადგურებისთვის. მტკიცედ უნდა ვიდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რათა გავიმარჯვოთ და მივაღწიოთ უკრაინისთვის დამსახურებულ მშვიდობას, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.