უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ჰუმანიტარული დერეფნების ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ოკუპანტები კვლავ შეაფერხებენ ხალხის ევაკუაციას, საბოლოოდ ისინი მიიღებენ სამყაროსგან ისეთ პასუხს, რომ მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები. ზელენსკის თქმით, ოფიციალური პირები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს საწვავი, საკვები, მედიკამენტები და ყველა ის საქონელი, რომელიც ხალხს სჭირდება.
„ჩვენმა ჩინოვნიკებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფანი მოაწყვეს. ტვირთები საკვებით, საკვები პროდუქტებით, წყლით, მედიკამენტებით უკვე მიდის. ენერგოდარში, ვოლნოვახში, პოლოგში, ბუჩაში, გოსტომელშ, ბოროდიანკაში, ანდრეევკაში, მიკულიჩში, მაკაროვში, კოზაროვიჩში და რა თქმა უნდა მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა უზრუნველყო „დუმილის რეჟიმი“, რათა ჰუმანიტარული დერეფნები შეუფერხებლად მუშაობდეს. თუ ოკუპანტები ისევ ისვრიან და ხალხის გადარჩენის პროცესს შეაფერხებენ, ბოლოს და ბოლოს მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები“, - განაცხადა ზელენსკიმ.