საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა რამდენიმე ქვეყანას შეუტია.
მისივე თქმით, ახალი ვარიანტი ძირითადად აუცრელებში ვრცელდება.
„როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონის BA2.2-მა შტამმა შეუტია ჰონკონგს, ასევე ის უკვე აღმოაჩინეს ავსტრალიაში, სინგაპურსა და ბრიტანეთში.
ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში (სრულად ვაქცინირებული არის 3-ჯერ ვაქცინირებული).
ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობას.
სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს „დელტასნაირი“ სირთულეები“, - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.