უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის სანაპიროსთან ჩაძირეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე - პროექტის 22160 უახლესი საპატრულო გემი „ვასილი ბიკოვი“. ამის შესახებ rbc წერს.გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დადასტურდა ინფორმაცია უკრაინის საზღვაო ძალების წარმატებული ოპერაციის შესახებ რუსული გემის განადგურების მიზნით. გამოცემის ცნობით, გუშინ გემს, რომელიც თავისი საბრძოლო პოტენციალით აჭარბებს ყველაფერს, რაც უკრაინას გააჩნია, საზღვაო სარაკეტო არტილერია მოხვდა.
გემი დღეს ჩაიძირა, ამ დროისთვის ეკიპაჟის ბედის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ რუსული გემები არ აიყვანენ, რადგან ტერიტორია დაკეტილია საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
როგორც ვკითხულობთ, „ბიკოვი“ საზღვაო ოპერაციის დროს ჩაიძირა. მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემები ცდილობდნენ უკრაინული მსუბუქი კატარღების ჩაძირვას და ერთ-ერთი მათგანი მაინც ჩაიძირა, მაგრამ ეკიპაჟის უმეტესობა გადარჩა.