რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა მიშელს მოუწოდა, რომ ევროკავშირმა გავლენა მოახდინოს კიევის ხელისუფლებაზე და აიძულოს ისინი, პატივი სცენ ჰუმანიტარულ კანონს. ამის შესახებ Tass კრემლის პრესსამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები იღებენ ყველა შესაძლო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
„მთავარი საფრთხე მოდის ნაციონალისტურ ფორმირებებზე, რომლებიც არსებითად იყენებენ ტერორისტების ტაქტიკას, იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან“, - განმარტა კრემლის პრესსამსახურმა.