დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მალე შეძლებს მოქალაქეებისთვის თქმას: დაბრუნდით! რადგან საფრთხე აღარ არსებობს: ვოლოდიმირ ზელენსკი
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მალე შეძლებს მოქალაქეებისთვის თქმას: დაბრუნდით! რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეთანხმებამ იმუშაოს, რათა მოხერხდეს ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების გადარჩენა და ქალაქში დამრჩენებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.
მარიუპოლის ქალაქის ადმინისტრაციამ ჰუმანიტარული დერეფნებით ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია შეაჩერა
რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნა
„ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებებზე, დელეგაციებმა პირველ ნაბიჯზე მოილაპარაკეს, რათა ალყაში მყოფ ქალაქებს, რომლებსაც ანადგურებენ და რომლებიც ყველაზე უარეს დღეებს განიცდიან, ადამიანური მდგომარეობის ერთი პროცენტი მაინც დაუბრუნდეთ. ჰუმანიტარულმა დერეფნებმა უნდა იმუშაოს დღეს მარიუპოლსა და ვოლნოვახში, რათა ადამიანების გადარჩენა შევძლოთ – ქალების, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების და მივაწოდოთ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მათ, ვინც ქალაქში რჩება. ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება, უნდა ჰქონდეს გამოსვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ყველას ვისაც შეუძლია თავისი ქალაქის დაცვა ბრძოლა უნდა გააგრძელოს. უნდა გააგრძელოს ბრძოლა, იმიტომ რომ თუ ყველა წავა, მაშინ ვისი იქნება ეს ქალაქი?“- აღნიშნა ზელენსკიმ.