მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აცხადებს, რომ ის „მოსკოვის სამიზნე“ გახდა. ინფორმაციას turkishminute ავრცელებს.
„ჩვენი საპატრიარქო და პირადად მე გავხდით მოსკოვის სამიზნე“, - აცხადებს პატრიარქი ბართლომე.
მიზეზი კი ისაა, რომ მან ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინის ეკლესიას.
300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინის ეკლესია სამად იყო გაყოფილი, ერთ ეკლესიას მოსკოვის პატრიარქი ზედამხედველობდა.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ეკლესიამ უარი თქვა მონაწილეობაზე ერთიანი ეკლესიის ჩამოყალიბებაში.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა რუსეთისგან, რაც უდიდესი დარტყმა იყო მოსკოვის სულიერი ავტორიტეტისთვის მართლმადიდებლურ სამყაროში.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რამდენად მართალი ვიყავით ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ბართლომემ.
პატრიარქი სოლიდარობის ნიშნად ესტუმრა კიევის საკონსულოს სტამბოლში და გაესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„მან გვთხოვა ვილოცოთ და ჩვენ ამას სიამოვნებით გავაკეთებთ, ის მაგალითს აძლევს თავის ხალხს. მათ არ სურთ დანებება და მართლები არიან”, - აღნიშნა ბართლომემ.