„ომი თანდათან უფრო ძველმოდურ ტოტალურ ომად იქცევა, სისტემატური დაბომბვით. უკრაინის წინააღმდეგობა მოსალოდნელზე უფრო ძლიერია და ვფიქრობ, რომ ეს აღიზიანებს რუს სამხედროებს“, – ამის შესახებ განუცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ რადიოს ინტერვიუში.
ბორელ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები მალევე წავა წინ, თუმცა, ამჟამად, „რუსული მიდგომები, რა თქმა უნდა, მიუღებელია“.
„პროგრესული საქმეა დაგმო, უარყოფა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეაჩეროს შეიარაღებული აგრესია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ“, – ამბობს ის.
რაც შეეხება უკრაინაში იარაღის გაგზავნას, ბორელი განმარტავს, რომ აქამდე რამდენიმე ქვეყანა აგზავნიდა დახმარებას “საკუთარი ნების და რისკის გათვალისწინებით” და რომ ის, რაც ახლა გაკეთდება, იქნება კოლექტიური გზავნილი, რომელიც პასუხობს თავად უკრაინელების საჭიროებებსა და მოთხოვნებს. „ყველა ქვეყანამ დაამტკიცა დაფინანსება და წვლილის შეტანა“, – ამბობს ის და არ დაუზუსტებია როდის დაიწყება ეს გადაზიდვები.
უკრაინელები გვატყობინებენ თავიანთ საჭიროებებს და ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ, ვის შეუძლია წვლილის შეტყანა და რისი გაკეთება რომელიმე ქვეყანას, დუბლირების თავიდან ასაცილებლად, თუ მათ სჭირდებათ 10,000 ჩაფხუტი, არ გავუგზავნოთ 20,000 და პირიქით, არის რაღაცები, რასაც არავინ აგზავნის. იმიტომ რომ არავის აქვს ან არავის უფიქრია. განახორციელებენ მიწოდებასა და რისი მიწოდებაც არ არის საკმარისი წევრი ქვეყნებიდან, ჩვენ ხელს შევუწყობს და დავაფინანსებთ მას.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ ყველაფერი, „მათ სჭირდებათ საწვავი იმისთვის, რომ გადაადგილდნენ მანქანებში და თვითმფრინავებში,“ გადაიტანონ საბრძოლო მასალა და სამხედრო ძალებს ჭირდებათ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობები.
გადასაცემი აღჭურვილობა უნდა დაფინანსდეს, და დიდი ნაწილი უკვე უნდა არსეობდეს ევროპის სხვადასხვა არმიის საწყობებში. თუ დამზადებას დაველოდებით, დავაგვიანებთ.
ჟურნალისტი: ესპანეთის შემთხვევაში, რომელმაც თქვა, რომ არ აპირებს მასალების (აღჭურვილობის) გაგზავნას ესპანეთიდან უკრაინაში, ამ შემთხვევაში, როცა დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ იარაღის გაგზავნას აპირებენ ევროპული მექანიზმით, აი, რა მოხდება? ხდება ფულის ჩადება, რომ ევროპის სხვა ქვეყნებმა იყიდონ ან გაუგზავნონ ეს იარაღი უკრაინაში?
-ფულს ყველა დებს. ფონდის მეშვეობით, მაგრამ ეს ფული უნდა გადაიქცეს ფიზიკურ ინსტრუმენტად, ისინი არმიების ხელშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ესპანეთიც მატერიალურ წვლილს შეიტანს, მაგრამ არა ორმხრივად (bilateral), როგორც მთავრობის პრეზიდენტმა თქვა. ეს შემოწირულობები ხდებოდა სპონტანურად, მაგრამ პრიორიტეტული საჭიროებების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში.
არის საჭიროებები, რაც ესპანურ არმიას შეუძლია დაფაროს, არ ვიცი.
თავიდანვე ყველა ქვეყანამ დაამტკიცა – დაფინანსება და კონტრიბუცია.
რაღაცით უნდა დავიწყოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ასე რომ, 500 მილიონით თქვენ არ ყიდულობთ ზებგერითი მებრძოლების ფლოტს, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობები. ევროპული ინიციატივა არ ცვლის ეროვნულ ინიციატივებს, ის ავსებს მათ.
როდის აპირებთ პირველი კოორდინირებული გადაზიდვების განხორციელებას?
– რაც შეიძლება მალე. მაგრამ უკვე იყო გადაზიდვები, რომლებსაც მხარეები განაგრძობენ.
კოორდინირებული ჯერ არ დაწყებულა?…
„გადაწყვეტილებები ფორმალურად რამდენიმე საათის წინ მიიღეს, რადგან ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა აქამდე, მაგრამ…“
შეკითხვაზე არის თუ არა ევროპა ომში რუსეთთან, ბორელმა უპასუხა: ” არა, ევროკავშირი არავისთანაა ომში, ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც შექმნილია მშვიდობისთვის და მშვიდობის მიერ, ….შექმნილია, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოში. ჩვენ არ ვართ სამხედრო ალიანსი. ჩვენ არ ვომობთ რუსეთთან, მაგრამ ვართ თავდასხმულის მხარეზე. თავდასხმულსა და აგრესორს შორის შუაში ვერ გავიხედებით, ერთი მხარის დაჭერაა საჭირო. არის ქვეყნები, რომლებსაც ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ რუსეთთან, ზოგჯერ დროებითი ალიანსები, ვიცით, გეოპოლიტიკა არ არის კარგების და ცუდების ამბავი.
უნდა ვნახოთ, როგორია საერთაშორისო თანამეგობრობაში ‘ტემპერატურა’, რამდენ ქვეყანას სჯერა, რომ ეს არის გაუმართლებელი აგრესია და რომ აგრესორი უნდა დაისაჯოს და რამდენი სხვადასხვა მიზეზის გამო არ იზიარებს ამ პოზიციას, – ამაზე იქნება დამოკიდებული საერთაშორისო წესრიგის მომავალი. ”
მან აღნიშნა, რომ რუსეთს ეგონა, რომ ევროპა უფრო გაყოფილი იქნებოდა, უკრაინა ვერ გაუმკლავდებოდა და რომ საერთაშორისო საზოგადოება იქნებოდა უფრო “გამგები”.
ეშინიათ თუ არა, რომ რუსეთი თავს დაესხმება ევროპიდან გაგზავნილებს?
„რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ როგორც კი შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, ისინი გახდებიან სამხედრო სამიზნეები, ეს არის ომის ლოგიკა“, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, რომელიც სიფრთხილეს ითხოვს ბირთვულ რისკებზე საუბრისას ამ კონფლიქტის გარშემო.
„ატომურ ომზე საუბარი უკიდურესად უპასუხისმგებლოა. ჩემი ერთ-ერთი პირველი ფუნქციაა კონფლიქტის სემანტიკურადაც კი გამწვავების თავიდან აცილება,“
ბორელი ამტკიცებს, რომ ევროპული არმიის შექმნა არ არის დღის წესრიგში, მაგრამ ის სთხოვს, რომ ეროვნული არმიების უკეთ კოორდინირებას და ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების კოლექტიური გაზრდისკენ.
“ჩვენ მეტი და უკეთესი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, ევროპელებმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ.
პუტინი, რა თქმა უნდა, ელოდა უფრო სწრაფ სამხედრო წარმატებას ადგილზე, არა მგონია, რომ უკრაინისგან ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას ელოდა, როგორც მანამდე თქვა, ის ელოდა ნაკლებ წინააღმდეგობას, ნაკლებ ერთიანობას დასავლურ სამყაროში.
ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ მეტი ინვესტიციის ჩადება თავდაცვაში?
ჩვენ ერთად უნდა ჩავდოთ მეტი და უკეთესი ინვესტიცია.
„ჯერ უკეთესი და მოგვიანებით მეტი. ერთად თუ შევკრებთ ყველა ევროპული ქვეყნის სამხედრო ხარჯებს, ჩვენ ვხარჯავთ ოთხჯერ მეტს, ვიდრე რუსეთი ხარჯავს. და რამდენსაც ჩინეთი ხარჯავს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს იგივე სამხედრო შესაძლებლობები, რაც ჩინეთს აქვს, ან ოთხჯერ მეტი, ვიდრე რუსეთს, გარდა ბირთვული იარაღისა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ომზე. ჩვენ ვხარჯავთ ოთხჯერ მეტს, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ამას ვაკეთებთ დანაწევრებული გზით, 27 ნაწილად, მრავალი გამეორებით და გარკვეული ხარვეზებით. 70-იანი წლების შუა ხანებიდან ევროპა იწყებს განიარაღებას. იმ დროს ევროპული სივრცეები თავდაცვისთვის მშპ-ს დაახლოებით 4%-ს ხარჯავდნენ.
ნახევარი საუკუნის შემდეგ, ახლა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ერაყისა და ავღანეთის ომების შემდეგ, ევროპელები ერთად ხარჯავენ 1,5%-ს, 1-დან 1,5%-მდე თავდაცვაზე.
ეროვნულ არმიებს ბევრად უკეთესი კოორდინაცია მოუწევთ და თავიანთი ძალების გაერთიანება ან ერთობლივი შესაძლებლობების შექმნა, რაც მათ საშუალებას მისცემს იმოქმედონ უფრო დიდი ძალებით ზუსტად იმიტომ, რომ ისინი აერთიანებენ თავიანთ ძალებს.“
ბორელმა ასევე ისაუბრა „ევროკავშირის სტრატეგიული კომპასზე” , რომელიც სამომავლო საფრთხეებს, ამოცანებსა და თავდაცვის სფეროს ამბიციებს განსაზღვრავს.
„… სტრატეგიული კომპასი მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით ევროპის ერთობლივ შესაძლებლობებთან გამკლავების გზას და, მათ შორის, ჯარების განლაგების შესაძლებლობას დროის გარკვეულ მომენტში, როცა ეს საჭიროა.“
მან ახსენა, რომ იუგოსლავიის ომის შემდეგ იყო საუბარი 50 000 ჯარის მობილიზებაზე.
‘ახლა კმაყოფილი ვარ, რომ 5000-ის მობილიზება შეგვიძლია’.
“მე მჯერა, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა აიღონ იმ გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობით, რაც გვაქვს.
მე გულწრფელად მჯერა, რომ პროგრესული პოზიცია არის დაგმო და უარყო და ყველაფერი გააკეთო, რათა შეაჩერო შეიარაღებული აგრესია დიდი ძალაუფლების მიერ გაცილებით ნაკლებად ძლევამოსილი მეზობლის წინააღმდეგ, ბევრად უფრო პატარა ერზე, რომელსაც არაფერი უთქვამს, რომ დაიმსახუროს ამ გზით თავდასხმა და შემოჭრა. არგუმენტით რა არის მიზეზი – უკრაინა არ უნდა იყოს ნატოს წევრი, არც არის და არც დღის წესრიგში დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მესმის, რომ რუსეთს, რომელიც მე მესმის, ასევე აქვს, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, თავისი საზრუნავი, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება…
მაგრამ ამ უსაფრთხოების საკითხების განხილვა შესაძლებელია, როგორც ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცივილიზებულად, დიპლომატიური არხების გამოყენებით.
ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც პუტინს აქვს და ვამბობ -პუტინს რადგან ჩვენ უნდა განვასხვავოთ რა არის რუსი ხალხი, რუსი ერი და რა არის პუტინი, მის სისტემაში და პოლიტიკურ რეჟიმში არის ის, რომ ის ვერ ითმენს/იტანს იმ უკრაინას, ვისთანაც თვლის. რომ დაკავშირებულია მჭიდრო კულტურული და ისტორიული კავშირებით და ხედავს რომ უკრაინა ჩვენთან ერთად ხდება დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა საბაზრო ეკონომიკით, თავისუფალი არჩევნებით, მთავრობებით, რომელთა არჩევაც შესაძლებელია, – მის კარებთან. რადგან ეს არის ის, რასაც რუსული მზარდი ავტორიტარული რეჟიმი ვერ ხედავს კარგი თვალით, ის ჰგავს აღმოსავლეთ ბერლინს და დასავლეთ ბერლინს. დასავლეთი ბერლინი იყო სარკე, რომელშიც კედლის მეორე მხარის ყველა ნაკლოვანება იყო ასახული.
დიპლომატების ამოცანა ახლა არის გამოსავლის მოძებნა და პირველი რაც უნდა გააკეთონ არის იმის გააზრება, თუ რა პარამეტრებით მოძრაობს ერთი და მეორე და ამან უნდა მიგვიყვანოს მოლაპარაკებამდე, როგორც ჩვენ შევთავაზეთ მას შემდეგ რაც კრიზისი დაიწყო რამდენიმე თვის წინ. და რუსეთმა უარი თქვა.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი იცავს და ამართლებს სანქციების მიზნებსა და მიზანშეწონილობას, რომლებსაც ევროპა, შეერთებული შტატები, კანადა ან დიდი ბრიტანეთი ახორციელებს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს შესაძლო შედეგებს.
„სანქციები გაკეთდა იმისთვის, რომ დაზიანდეს სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ სანაცვლოდ შენც გაზიანებს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ფასის გადახდისთვის”, – ამბობს ბორელი.
ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც იქნა მიღებული, იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა, სადაც ჩვენ შეგვეძლო მათი გაყინვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავყინავთ მათ მოსკოვში. მაგრამ ისინი, რომლებიც დეპონირებულია G7 ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში, შეგვიძლია გავყინოთ.და ბევრია.
2014 წლის ყირიმის ომის დროს რუსეთს ჰქონდა თავისი რეზერვების 85% ევროში და დოლარში. და მას შემდეგ დაიწყო მისი რეზერვების დასავლურ ვალუტაში დენომინაციის შემცირების სისტემატური ამოცანა და ახლა დაახლოებით 40-ზე ქვემოთ აქვთ.
მან ეს გააკეთა იცოდა რას აკეთებდა, რათა დაეცვა ისინი იმისგან, რაც ახლა ხდება ბლოკადის პირობებში, მაგრამ არა 85%, როგორც ეს იყო ყირიმის ომის დროს, როცა ქვეყანას ებლოკება მისი სავალუტო რეზერვების ნახევარი, ე.ი. რაღაც ძალიან ძლიერი/მძიმე ხდება.
რუბლი 40%-ით დაეცა, ეს არის ინფლაცია, ბუნებრივია, ეს კი რუსეთის ეკონომიკას დააზარალებს.
მითხრეს, ტურისტები იყვნენ, არ გეტყვით სად, რუსი ტურისტები, რომლებმაც გაიღვიძეს და სასტუმროს საფასურის გადახდა არ შეეძლოთ, რადგან ბარათი გაუქმდა.
შეიძლება იფიქროს, ვაი საწყალი ხალხი, სინამდვილეში – საწყალი ხალხი – უკრაინელები არიან. 300 000-ზე მეტ ლტოლვილს შორის, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს პოლონეთიდან, მე მათზე მეტად ვწუხვარ, ვიდრე მათ, ვინც ვერ სარგებლობს ბარათით.
უნდა მოვემზადოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგად გაღატაკებისთვის?
კატეგორიულად არა, მაგრამ ამ ტიპის კონფლიქტი აისახება ენერგიის ფასზე და ვინც სხვაგვარად იტყვის, არ იცის რომელ სამყაროში ცხოვრობს, რა თქმა უნდა ეს გავლენას მოახდენს ჩვენს იმპორტირებულ ენერგიაზე, 40% რუსეთი, ჩვენ შემოგვაქვს ბევრად მეტი ნავთობი, ვიდრე გაზი, ასევე შემოგვაქვს ქვანახშირი, მაგრამ ბევრად მეტი ნავთობი, ოთხჯერ მეტი ნავთობი, ვიდრე გაზი.
მაგრამ ნავთობს აქვს ალტერნატივა და გაზს არა, ამდენი არ აქვს. ეს გამოიწვევს დაძაბულობას ენერგეტიკულ ბაზრებზე, გამოიწვევს დაძაბულობას ფინანსურ ბაზრებზე, ანუ რუსეთის ფინანსური სისტემის პრობლემები ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში სხვა ბანკებს გადაეცემა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ფინანსურ გადარჩენაზე.
რუსეთიდან წელიწადში 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოგვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ ალტერნატივები, მაგრამ არა გაზსადენით; ალჟირიდან გაზი, რომელიც ჩვენამდე აღწევს ესპანეთში, ვერ გაგრძელდება პირენეის მეორე მხარეს, რადგან კავშირი არ არის. მაგრამ გამოსავალი არის განახლებადი ენერგიისა და წყალბადის გაზრდა.
20 წელია ამ ენერგეტიკულ ისტორიაში ვარ და 20 წელია, ყოველწლიურად ერთი და იგივე მესმის: უნდა შევამციროთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება და ყოველწლიურად ვზრდით დამოკიდებულება. ახლა დადგა დრო, რომ აუცილებლად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური აქტი იქნება. გაწევრიანების პროცესი ყოველთვის ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. აღმოსავლეთის ქვეყნები თუ იუგოსლავიის ქვეყნები ისევ რიგში არიან. თუმცა, ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ ევროპა უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად იღებს.
ვფიქრობ, რუსეთი არ ელოცა იმ მასიურ სანქციებს, ასეთი ფინანსური ეფექტით, რაც ჩვენ მივიღეთ რუსეთის წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ.
გონივრულია ზელენსკის კიევში დარჩენა?
-ეს თქვენი გადაწყვეტილებაა.
ბორელი თვლის, რომ რუსული არმია უახლოვდება იმ “ზონას”, რაც შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს“.
ხარკოვი სიდიდით მესამე რუსულენოვანი ქალაქია მსოფლიოში. პირველი არის მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და შემდეგ ხარკოვი.