„მოსკოვი კიევს სთავაზობს მოლაპარაკებას და არა კაპიტულაციას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მზად არის განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი.
„თუ დასავლეთი გადაწყვეტს ახალი „რკინის ფარდის“ ჩამოფარებას რუსეთის წინაშე, ჩვენ არ ვიდარდებთ, აუცილებლად ვიპოვით განვითარების შესაძლებლობას“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
ამასთან, ლავროვის განცხადებით, უკრაინამ უნდა გაიაროს დენაციფიკაციის პროცესი, როგორც ეს წარსულში გერმანიამ გააკეთა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-7 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.