რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი კომაშია, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ინფორმაციას pravda ავრცელებს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. პარტიაში აცხადებენ რომ გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა და ის აგრძელებს პარტიის ხელმძღვანელობას.
ამასთან, ჟირინოვსკის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „უბრალოდ იცოცხლე“, - წერდა ჟირინოვსკის შვილი.