რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინის მიმართ მაქსიმალურად ხისტად იმოქმედოს. ამის შესახებ ria.ru იუწყება. ჟირინოვსკის სიტყვები რუსეთის დუმას მისმა თანაპარტიელმა ბორის ჩერნიშოვმა გადასცა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჟირინოვსკიმ უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა
„ის რაც უკრაინაში ხდება, არის ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმს ეკისრება. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივებს და რუსეთის შეიარაღებული ძალები მოუწოდებენ. მოვუწოდებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ მათ საკუთარი ტერიტორიიდან ნატოს შეიარაღებული ძალები და ბაზები გაიყვანონ“ - გადმოსცა ჩერნიშოვმა ჟირინოვსკის სიტყვები.
თავად ჟირინოვსკი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან მკურნალობენ.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.