პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში, რიტმულ ცეკვებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იასპარეზა. ქართველი მოციგურავეები 23 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.
მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ საერთო ჯამში 67.08 ქულა დააგროვეს, 23 წყვილს შორის მე-18 ადგილი დაიკავეს და ფინალურ, თავისუფალ ცეკვაზე გადავიდნენ, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.