მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, უკრაინის პროკურატურის მხრიდან სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხს გამოეხმაურა. ალასანია უკრაინის პროკურატურის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მათ ოპერატიულობას უწონებს.
„აღფრთოვანებული ვარ უკრაინული მხარის ოპერატიულობით. რამდენადაც ვიცი, განცხადება შეტანილი იყო დეკემბრის თვეში, მერე ამას მოჰყვა იანვრის დღესასწაულები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ოპერატიულობა გამოიჩინეს და დადეს დასკვნა და გაგვიჩნდა იმედები, რომ ამას ექნება განვითარება და მივიღებთ სასურველ შედეგს. არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი მხარე ითანამშრომლებს უკრაინასთან, ესენი {ხელისუფლება} საერთოდ გამოსულები არიან სამართლებრივი სივრციდან. სამწუხაროდ თანამშრომლობენ მხოლოდ რუსეთთან... ვფიქრობ, ყველას მიეზღვება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიამ, ასევე, უპასუხა წამყვანის შეკითხვას მის ქონებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც, რამდენიმე დღეა მმართველ პარტიაში საუბრობენ.
„მე არ ვიცი რას ანგარიშობენ ეს ადამიანები. რეალურად მართალია, რაც მაქვს ყველაფერი მიღებული მაქვს ბებიებისგან, ბაბუებისგან და მშობლებისგან, გარდა ბათუმის ბინისა, რომლის გადახდასაც ბევრი წელი ვუნდებოდი.