ლოს-ანჯელესში, ფილმის, „დაქორწინდი ჩემზე“ პრემიერა შედგა. ჯენიფერ ლოპესი წითელ ხალიჩაზე ბენ აფლეკთან ერთად პოზირებდა, მათი გამოჩენა ქორწილის რეპეტიციას ჰგავდა. 52 წლის ჯეი ლომ „ჟანბატისტა ვალის“ მოკლე, თეთრი კაბა მოირგო. ბენს კი თეთრ პერანგზე ნაცრისფერი სამეული ეცვა.
წყვილი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა, კოცნიდა და ეხვეოდა, 49 წლის აფლეკი უმშვენიერეს ჯენიფერს თვალს ვერ წყვეტდა.
