ცენტრალურ ათენში, ზევსის ტაძრიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. მათგან ერთი 77 წლის კაცია, რომელიც, დამწვრობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენ ორს კვამლის სუნთქვის გამო მკურნალობენ.
ჩასხვრეულია გზის მეორე მხარეს მდგომი შენობის ფანჯრებიც და დაზიანებულია ფასადი. აფეთქების მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება. ბერძნული მედია ავრცელებს ვარაუდს, რომ შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
„აფეთქების დროს შენობის მოპირდაპირედ ვიყავი. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი საავტომობილო ხაზის იქით გადაგვისროლა“, - ამბობს ტაქსის მძღოლი.
ადგილობრივების თქმით, შენობა ცარიელი იყო და რემონტი მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა.