„ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა „მთავარი“ არხის ეთერში, ჰოსპიტალური სექტორის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაცია მაღალი არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზრდება.
„ჯერჯერობით ჰოსპიტალიზაცია მაღალი არა რის, თუმცა მას ჩვენ უნდა ველოდოთ ერთი კვირა 10 დღის თავზე. ამ პერიოდში იქნება მეტი ზეწოლა ჰოსპიტლებზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ძალიან ცუდად აცრილი პოპულაცია, რაც „ომიკრონის“ ერთგვარ უპირატესობას რომ შედარებით მსუბუქად მიდის უგულებელყოფს, რადგან ის მნიშვნელოვნად მსუბუქად მიდის აცრილებში და ბუსტერ მიღებულ ადამიანებში“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.