ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეთერში გასვლა რომ დააპირა, ოპოზიციის წარმომადგენლებიდან სტუმრების დათანხმება გაუჭირდა და მათ მიმართავს, რომ ძილი გააგრძელონ:
„ყაზახეთზე გამახსენდა)))))) დღეს ეთერში გავდივარ და ძლივს შევკარით გადაცემა, ისე ეზარება ოპოზიციის დიდ ნაწილს))) იძინეთ, იძინეთ. საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც)))) გაზაფხულზე, როცა დათბება, მერე გააქტიურდით. ამასობაში ტარიფები გაძვირდა, ყველაფრის ფასები გიჟურ ზღვარზე დაჯდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, მოსამართლეებს ქცევის წესებს უწესებენ, მედიის სარეკლამო შემოსავლებს დედა უტირეს და ასე შემდეგ. თქვენ, ბრძოლისგან დაღლილებს, როგორ შეგაწუხებთ? გადაცემის დაგეგმვა კი არაა პრობლემა, უბრალოდ, ყაზახეთზე გამახსენდა, რომ ჩვენთან ჯერ ძალიან ცივა და ახალი წელია და მერე შობაა და კიდევ მერე ძველით ახალი წელი და რა დროს გადაცემები და პოლიტიკაა…“