ჭყონდიდის ეპარქიის ღვთისმსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მოსე ჯანელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
„მამა მოსე დასვენებულია ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. დაკრძალვა: 2022 წლის 8 იანვარს, 14:00 საათზე. მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი მოსე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.