მცირე და საშუალო ბიზნესს დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ მათი ხელშეწყობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მტკივნეული საკითხი ამ ტიპის ბიზნესებისთვის მარაგების აღრიცხვა და კონტროლია, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ ადამიანურ რესურსს, ენერგიას და ბუნებრივია, ფინანსურ ხარჯებსაც.
მარაგების არასწორი აღრიცხვა დიდ პრობლემებს უქნის ნებისმიერი ორგანიზაციას, საჭირო პროდუქტის არ არსებობა ან შეუსაბამო დროს მისი მარაგის ამოწურვა ხანდახან მართლაც დიდ დარტყმას აყენებს კომპანიას, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე მომხმარებლის შენარჩუნება-მოზიდვის კუთხით.
მსგავსი უსიამოვნო ფაქტების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც ეხმარება ოპერატორს ბიზნესის მართვაში.
ოპტიმოს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მარაგების აღრიცხვა და კონტროლი. ყოველგვარი მიმატება - გამოკლების გარეშე, ოპტიმო მუდმივად იძლევა ინფორმაციას პროდუქციის ვარგისიანობის ვადაზე და საწყობში თუ დახლებზე არსებულ მარაგზე. საწყობში სირბილისა და დახლების შემოწმების გარეშე მოლარეს შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტი არის თუ არა მარაგში და დაინტერესებულ პირს ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია.
პროგრამა დაკავშირებულია Rs.ge-თან, რაც ამარტივებს ზედნადებების ატვირთვისა და დადასტურების პროცესს.
ოპტიმო მუდმივად იძლევა განახლებულ ინფორმაციას შემოსავლებისა და მოგების, გაყიდვებისა და შესყიდვების შესახებ. ეს ინფორმაცია თავისთავად ხელმისაწვდომია სტატისტიკის სახით ბიზნესის მესაკუთრისთვის.
ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება და მისი დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან. მას აქვს ორი სამუშაო სივრცე - მოლარეებისთვის და მენეჯერებისთვის.
მენეჯერებისთვის განკუთვნილი სივრცე არ მოითხოვს რაიმე სპეციალური პროგრამის შესწავლას, ის ბიზნესის მართვას აადვილებს, მოლარის სივრცე კი უქმნის კომფორტს როგორც მომხმარებელს, ასევე თავად მოლარეს, რომ დროულად და სწრაფად აწარმოოს გადახდები, არ ალოდინოს მომხმარებელი როცა წინა შეყოვნდება და შეძლოს ჩეკის გადართვა, რათა არ წარმოიშვას რიგები და უკმაყოფილება.
აღსანიშნავია, ამ ყოვლად მოსახერხებელი პროგრამის დაყენება არაა დაკავშირებული დიდ ფინანსებთან, თვეში მხოლოდ 40 ლარადაა შესაძლებელი გაიმარტივოთ ბიზნესის მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს ოპტიმოს საიტს, შეავსოს აპლიკაცია, სადაც მიუთითებს პირად მონაცემებს და კომპანიის სახელს, შემდეგ კი უნდა დაელოდოს ოპტიმოს წარმომადგენლების ზარს. პირველი 14 დღე შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ პროგრამით, ოპტიმოს გუნდი ჩაგიტარებთ ტრენინგებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ პროგრამა, ნებისმიერი პრობლემის წამოჭრისას კი დაგეხმარებათ მის გამოსწორებასა თუ გადაწყვეტაში.