ჯანდაცვის სფეროს სისტემების გაციფრულება, ოცდამეერთე საუკუნეში, უმნიშვნელოვანესი საკითხია. Redmed საქართველოს ბაზარზე არსებული, ინოვაციური და მოქნილი სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს სამედიცინო მომსახურებას ონლაინ სივრცეში აწვდის. მნიშვნელობა არ აქვს პაციენტის მიმართვიანობის მიზეზს, დერმატოლოგი დაგჭირდებათ, კარდიოლოგი თუ ნებისმიერი სხვა სპეციალისტი, Redmed-ის ციფრული სამედიცინო სერვისებით 20-ზე მეტი პროფილის ექიმის კონსულტაციას მიიღებთ. რედმედი თითოეული მომხმარებლის საჭიროებებს ითვალისწინებს და მათი დროული დაკმაყოფილების მიზნით, სრულყოფილ სერვისს ქმნის.
ონლაინ კონსულტაცია
დღესდღეობით, ციფრულ სისტემებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე, Redmed ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს, სადაც ონლაინ კონსულტაცია, საქართველოს ფარგლებში, ან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოღვაწე ქართველი ექიმებისგან შეგიძლიათ მიიღოთ. პლატფორმა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს და ექიმთან ვიზიტის დაგვიანებით გამოწვეულ პრობლემებს თავიდან გვარიდებს. ნებისმიერი ადგილიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, პროფესიონალი ქართველი ექიმების კონსულტაცია დაუბრკოლებლად შეგიძლიათ მიიღოთ.
კლინიკებში ჩაწერა
Redmed-ის საშუალებით, სასურველ კლინიკაში ჩაწერა ონლაინ სისტემით შეიძლება. ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული კვლევები, მანიპულაციები, ექიმთან ჩაწერა - ეს პროცესები უნივერსალურ პლატფორმაზე სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს, სამაგიეროდ თქვენ სასურველ კლინიკაში, რიგში დგომის გარეშე, საჭირო მომსახურებას მიიღებთ.
ლაბორატორიის სახლში გამოძახება
თუ კლინიკაში მისვლა თქვენთვის მოუხერხებელია, შეგიძლიათ ლაბორატორია, Redmed-ის საშუალებით, პირდაპირ სახლში გამოიძახოთ. PCR ტესტი, D-დიმერი, C- რეაქტიული ცილა, სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები და სხვა 900-მდე ლაბორატორიული კვლევა და ინსტრუმენტული ანალიზი, შეგიძლიათ კლინიკაში ვიზიტის გარეშე ჩაიტაროთ, რაც დაგიზოგავთ დროს და გადაადგილებით წარმოქმნილ დისკომფორტს თავიდან აგარიდებთ.
წამლების ონლაინ შეძენა
ჯანდაცვის ციფრული პლატფორმები მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებენ, ამიტომ Redmed ამ მიმართულებით წარმოქმნილ ნებისმიერ აუცილებლობას, მათ შორის აფთიაქის სტუმრობის რუტინასაც აგარიდებთ თავიდან. პლატფორმის საშუალებით, სასურველი მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებების და ა.შ ონლაინ შეძენა შესაძლებელია, რაც ციფრული სერვისების გამოყენების მოხერხებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ექიმის სახლში გამოძახება
თუ სასურველი სპეციალისტის პირისპირ კონსულტაციას ამჯობინებთ, Redmed-ის პლატფორმის საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასურველ მისამართზე, სხვადასხვა პროფილის ფართო სპექტრის სპეციალისტების გამოძახება შეგიძლიათ. პედიატრია, ალერგოლოგია, ფსიქოლოგია, ბავშვთა ნევროლოგია, კარდიოლოგია-ეს იმ მიმართულებათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წამყვანი სპეციალისტების გამოძახება თქვენს საცხოვრებელ მისამართზე შეგიძლიათ, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ეს სერვისი შეზღუდულად მუშაობს. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება Redmed-ის ონლაინ პორტალზე გამარტივებული პროცესით ხდება.
ოცდამეერთე საუკუნის დატვირთული ცხოვრების რეჟიმის პირობებში, Redmed-ის ციფრული პლატფორმა ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოქნილ და თქვენზე მორგებულ პროცესად აქცევს.