სუპინატორი ყოველდღიური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. რატომ არის ის ასეთი მოთხოვნადი და პოპულარული? პასუხი მარტივია: ის ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ანუ, ერთის მხრივ, უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და მეორე მხრივ , დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში გვიცავს შესაძლო გართულებებისგან. ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში სუპინატორის გამოყენება აუცილებელია - ეს დაავადება კი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
სად შევიძინოთ სუპინატორები?
კომპანია “ახალი ხედვა” ამ მიმართულებით თითქმის ათი წელია მუშაობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ჯგუფი ამ ეტაპზე წარმოდგენილია 12 ორთოპედიული მაღაზიით , სადაც სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებულ უმაღლესი ხარისხის მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს.აღსანიშნავია,რომ ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის,Bauerfeind-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.ამ ბრენდის სუპინატორებს შორისაა - Comfort Business B-200. ამ პროდუქტს,ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ.ის დამზადებულია ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული მასალისგან. მაღაზიებში ხელმისაწვდომია მზა სუპინატორები ბავშვებისთვისაც. ორთოპედიული ღაბაში „ GloboTec „ ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას,აუმჯობესებს მდგომარეობას და ხელს უწყობს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას.სუპინატორი დაფარულია Alcantara-ს ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, არ აოფლინებს ფეხს და სუნთქავს. ამ პროდუქტების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს. “ახალი ხედვა” პაციენტებს ინდივიდუალური ღაბაშების დამზადების შესაძლებლობასაც აძლევს.კომპანია საქართველოში წარმოდგენილია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის სამი ფილიალით,სადაც ტერფის კომპიუტერული კვლევა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას,რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს.კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი,რის საფუძველზეც ინდივიდუალური ღაბაში მზადდება.ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად იქმნება.