“აქ საქმე გვაქვს გარკვეულ ფინტზე,” – ასე ეხმაურება პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, თითქოს ტრანსპორტზე ფასი არ გაძვირებულა და ადგილი აქვს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
“ფინტს ვიყენებ იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქს მართავს ფეხბურთელი, ეს არის მისი პროფესია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორი საკითხის გადაბმა მოხდა, რათა მოსახლეობისთვის აერიათ ტვინი.
ყველას ვინც მგზავრობს – ტრანსპორტით მიდის და მოდის, ტრანსპორტი უძვირდება 100%-ით. თუ აბონიმენტის შემოღება უნდოდათ, შემოეღოთ, რა საჭირო იყო ფასების გაზრდა?! აბონიმენტი შემოიღეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველას მასზე გველაპარაკა. აბონიმენტზე, როგორც საოცარ ინოვაციაზე, ნასაში გასაფრენ რაკეტაზე,” – თქვა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში.