რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიოიდან საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყება საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს.
სუსი-ს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას - ნათქვამია სუსი-ს განცხადებაში.