გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე დააკავეს.
დაკავება, სავარაუდოდ, ქართული მხარის მოთხოვნით განხორციელდა.
გიორგი კალანდაძეს პროკურატურამ ბრალი 2015 წელს მოქალაქე ელბერტ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის წარუდგინა.
გიორგი კალანდაძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნიდან გაემგზავრა. მას შემდეგ იგი უკრაინაში ცხოვრობდა.