„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება“, - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, პრეზიდენტს შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს.
„კანონის და სამართლის“ ლიდერი, შეთანხმების პროცესის დაწყებას მიესალმება.
„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება, რადგან ირაკლი კობახიძის საშინელი განცხადება მოვისმინე. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ ადამიანებთან წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, მხოლოდ გამიხარდება. შეთანხმების პროცესის დაწყება უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორ მოიყვანს მოქმედებაში, ეს იქნება მთავარი. ირაკლი კობახიძისგან სრულიად უიმედობა მოვისმინე. როცა პრეზიდენტი მის გუნდთან ახლოს მყოფი იწყებს პროცესს, შეგიძლია, საერთოდ არაფერი თქვა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.