მადლობელი ვართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ასოცირებული ტრიოს ფორმატის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შესანიშნავი მოლაპარაკებები გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის უმთავრესი ელემენტია. მადლობელი ვართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.