სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის რანგში პენიტენციურ სამსახურს მართავდა, პრინციპი იყო ერთი, რომ საჭიროების შემთხვევაში პატიმარი გადაჰყავდა სამოქალაქო დაწესებულებაში, თუ ამის საჭიროება არ იყო, მას ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.
„როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის რანგში მემართა პენიტენციური სამსახური, პრინციპი იყო ერთი, თუ პატიმარს სჭირდება სამოქალაქო სექტორში გადაყვანა, ის არის გადაყვანილი. მანამდე, ვიდრე მას ეს არ სჭირდება, ის მკურნალობს საპატიმრო პირობებში, ან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.