ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო, მათ შორის წააგო ვაზისუბანში და იმ უბნებზე, სადაც ახლა სიტუაციის არევა უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ერთ უბანში მოხდა მოკლე ჩართვა, ჩაქრა შუქი, ნიკა მელიას საბაბი მიეცა, აქ მოსულიყო და ეთქვა, თითქოს რაღაც ყალბდება. ჩვენ მოვედით, ვუთხარი, რომ ეს აჟიოტაჟი საჭირო არ არის და აცადოს საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობა. მელია შეეცადა შოუ დაედგა, იყოს აგრესიული შეძახილები“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირებაა. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომამდგენლები, რომლებიც უბანში ელექტროენერგიის გათიშვას აპროტესტებენ.