„მიხეილ სააკაშვილი არაჩვეულებრივი პატიმარია, რადგან ჩვეულებრივი პატიმრის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი ვერ იქნება“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საყოველთაო შერიგებისთვის ღირებულებათა თანხმობა უნდა არსებობდეს:
„პეტიციაზე ხელი არ მომიწერია, მაგრამ მე გავაკეთე მრევლის მიმართ მიმართვაში ჩემი ხედვა და პოზიცია. ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდევაც თანასწორი. მაგრამ ის, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ე.ი. არაჩვეულებრივი პატიმარია. გულდასაწყვეტია, რომ უკვე მერამდენედ ჩვენი საზოგადოება უკიდურესად დაპირისპირებული და პარალიზებულია.
ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცოტა უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს და ჩვენ ღირებულებათა შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.