დღეს „ლამაზმანი“ იუბილარია, ჯულია რობერტსი 54 წლის გახდა.
როგორც ცნობილია, ის, ჯორჯ კლუნი და მათი ოჯახები ავსტრალიაში, სიდნეიში იმყოფებიან. მალე ახალი რომანტიკული ფილმის, „ბილეთი სამოთხეში“ გადაღებები დაიწყება.აღსანიშნავია, რომ ჯულიამ გადაღებების დაწყებამდე 2 კვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს, თუმცა, როგორც ჩანს მსახიობისთვის ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. თვითიზოლაციის პერიოდს ის ოჯახთან, მეგობრებთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად სიდნეის პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლში ატარებს, რომლის ღირებულებაც 56,9 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ ამ სახლში აღნიშნავს მშვენიერი ჯულია 54-ე იუბილეს.
სულ ცოტა ხნის წინ ფოტოები გავრცელდა, მის სახლთან დიდი სამზადისია, ფლორისტები ყვავილების თაიგულებს ეზიდებიან. როგორც ჩანს, დიდი წვეულება იგეგმება.