თუ ოპოზიცია მოიგებს, რას იზამს ღარიბაშვილი? ბოიკოტს გამოაცხადებს? მოუწევთ მუშაობა! – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ლაპარაკობს ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი. იმიტომ, რომ მაგალითად დიდი შანსია ზუგდიდში, ბათუმში ან ქუთაისში რომ მოიგოს ოპოზიციამ. რას იზამს ამ შემთხვევაში? მოუწევს მუშაობა, რა ბოიკოტს გამოუცხადებს თვითმმართველობას თუ რას გააკეთებს? კი, შეიძლება ახლა ასე ლაპარკობდეს, მაგრამ თუ გაიმარჯვებს, მოუწევს მუშაობა. თუ არ წავა ომზე ორივე მხარე და ომზე ვერ წავლენ. მე ზუსტად ვიცი, რომ ღარიბაშვილი იმაზეა წამსვლლეი, რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი. თვითონ ის არაფერზე არც წამსვლელია და არც წამომსვლელი”, – ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ის უყურებს პროცესს საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივით.
“მე რომ ამას ვუყურებდე მხოლოდ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არც დავფიქრდებოდი, ისე შემოვხაზავდი ხუთიანს. რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა ეს მმართველობა უკეთესი იქნება, ვიდრე ის, ვინც დღეს არიან.
მე პრინციპულად ვარ პოლარიზაციის მოწინააღმდეგე. მესამე და მეოთხე ძალისთვის შესაძლებლობას არ იძლევა ეს. საკრებულოს დონეზე ეს არ წყდება, ეს უფრო კეთილი ნებაა კონკრეტული ადამიანების”, – თქვა დავით ზურაბიშვილმა.