საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დაკავების შემდეგ საპატიმროში მეორედ 27 ოქტომბერს ნახა და პირველ შეხვედრასთან შედარებით ის გაცილებით სუსტად არის.
„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემი შვილი მენახა. რა გითხრათ, ვითარება ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს. დღევანდელი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. ჩვენი საუბრის თემებია იგივე, მისი ჯანმრთელობა, არჩევნები, რომელიც ძალიან აღელვებს და რომელსაც ძალიან იმედიანად ელოდება.ეს შესაძლებლობა მინდა გამოვიყენო და ყველას მოვუწოდო, რომ მივიდნენ და აირჩიონ ვინც უნდათ. გუშინ მეორედ ვნახე და პირველ შეხვედრასთან შედარებით ცოტა უფრო დასუსტებული მომეჩვენა. პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველ წუთს შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, რომ გული გაჩერდეს და ასე შემდეგ ... ამის მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის. მის პირად ადვოკატებთან უშუალო ურთიერთობა აუკრძალეს და ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.