დავით კეზერაშვილი რომ მძარცველია, აბსოლუტურად ყველამ იცის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს არაა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ეს არის პოლიტიკური განცხადება, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს კეზერაშვილთან დაკავშირებით. კაცი იყო მინისტრი, უცბად გახდა ბიზნესმენი და ლამის მილიარდერი ბიზნესმენი. ის რომ მძარცველია, იცის სრულიად საქართველომ“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დააკავა ორგანიზებული ჯგუფის 7 წევრი, რომლებმაც საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ.