„ქართული ოცნება“ თბილისსა და ყველა დიდ ქალაქში უკვე დამარცხებულია! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა კახა ოქრიაშილმა “ტვ პირველთან” სტუმრობისას განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს დაორგანიზებული აქციის შეფასებისას განაცხადა.
“არ მგონია, ქართული „ოცნების“ აქციის მონაწილეებმა ამ პარტიას მისცენ ხმა. ისინი სხვადასხვა სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულები არიან 400 და 500-ლარიან ხელფასებზე და მიუხედავად იმისა, რომ არ არიან კმაყოფილი თავიანთი ყოფით, ამ მცირედის დაკარგვის უფლებასაც ვერ აძლევენ საკუთარ თავს.
როცა „ოცნების“ აქცია ვნახე, გამახსენდა 2012 წელი – მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტადიონზე ჩაატარა აქცია, დამარცხდა და ხელისუფლება გადააბარა. ეს 30 ოქტომბრის გადამწყვეტ რეფერენდუმზე გარდაუვალია – „ქართული ოცნება“ თბილისსა და ყველა დიდ ქალაქში უკვე დამარცხებულია!” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.