ინგა გრიგოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი განცხადებას ეხმიანება, სადაც ევგენ გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოში არ შეუშვეს.
გუშინ მომხდარ ინციდენტსა და მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, გრიგოლია “ქართულ ოცნებას” რამდენიმე კითხვით მიმართავს:
“ქოცები როგორი ხალხია იცით? ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყავხარ იქამდე, რაზეც ადრე არ გიფიქრია. ვერ წარმოიდგენდი. ხომ ვერ ვიფიქრებდი, რომ სააკაშვილის დაცვას დავიწყებდი? იმდენი ქნეს, ეგეც მოახერხეს
…რატომ არ შემოუშვით მისი უკრაინელი ადვოკატი საქართველოში, რისი გეშინიათ? რატომ არ გადაგყავთ კლინიკაში პატიმარი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეტად სახიფათოა ,როცა მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვინც პატიმრობისას რამდენჯერმე გადაუყვანიათ კლინიკებში? რატომ უზღუდავთ სატელეფონო ზარების და სასამართლოს უფლებას? თქვენ რომ დაგიჭერენ 5 ივლისზე, ( და არა მხოლოდ!!!!) , ეგრე რომ მოგექცნენ , მაშინ რა რეაქცია გექნებათ, ქოცნო?”, – წერს ინგა გრიგოლია.