სააკაშვილმა საკუთარ თავს წამება მიუსაჯა – 26 დღე შიმშილობა ამქვეყნიური ჯოჯოხეთია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“ძალიან უზნეოდ იქცევიან. უკვე ყოველგვარ მორალს არის გადასული. ის, რაც გუშინ ხდებოდა, ყველანაირად საძაგლობაა და ამაზრზენია. პატიმარი არის ციხეში, სამარტოო საკანში, სკამიც კი არ აქვს თავის ნებაზე, სადღაც მიბმულია, თანაც შიმშილობს. დილა-საღამოს ჩაის დალევა, თუნდაც გაჯერებული იყოს გარკვეული ლითონებით, ეს ხომ… ეს იცით რა არის? – ადამიანმა საწამებლად გადასდო თავი.
ვინც ამბობენ, რომ ეგეც მაგასო, წარმოიდგინონ თავი. მე მაგალითად იმ ოჯახიდან და იმ ბიზნესიდან ვარ, რომელიც წინა ხელისუფლების მხრიდან იყო რეპრესირებული, მაგრამ გულის შემძვრელია ის, რაც გუშინ იქ ხდებოდა [სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გუშინ აქცია გამართეს რუსთავში, ციხესთან ავტ:]. 26 დღე კი არა, 2 დღე ვერ გაუძლებენ რომ დილა-საღამოს ჩაის დალევით გადაიტანონ დღეები. ძალიან ძნელია, ეს არის წამება. მან საკუთარ თავს ეს წამება მიუსაჯა – 26 დღე შიმშილობა ამქვეყნიური ჯოჯოხეთია”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.