„პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს უფლებები შეეზღუდა და მმართველ პარტიას ციხეში მყოფი პატიმრის ეშინია.
„სააკაშვილი მკვეთრად დასუსტებულია. პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება. მოკითხვა შემოუთვალა მერობის ყველა კანდიდატს. მიხეილ სააკაშვილი ჭამს და კანფეტებს იღებს, ეს არის აბსურდი.ყველაფერი შეზღუდულია უკვე მისთვის, ვერბალობით გამოხატვა შეზღუდული აქვს, არ მიჰყავთ სასამართლოში და ახლა უკვე წერილობით გამოხატვასაც უზღუდავენ, პარლამენტის წევრებსაც კი არ აძლევენ წერილების გამოტანის უფლებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.