ავადმყოფის მოვლის საშუალებები იმ სამედიცინო ნივთებს აერთიანებს, რომლებიც ადამიანებს ცხოვრების რთულ პერიოდში ეხმარება. საუბარია ხანდაზმულობის, უნარშეზღუდულობისა თუ რაიმე დაავადებების გამო სხვაზე დამოკიდებულებ პაციენტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მოვლას უდიდესი ძალისხმევა და ნებისყოფა სჭირდება, ამ სამედიცინო საშუალებების მნიშვნელობა ცალსახად დიდია.
რა პროდუქტები მოიაზრება ავადმყოფის მოვლის საშუალებებში?
ავადმყოფის მოვლის საშუალებები პაციენტებს გადაადგილებაში, მოძრაობაში, წამოდგომაში, წონასწორობის დაცვასა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება.
● თვითგადასაადგილებელი საშუალებები - ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მოძრაობაში ეხმარება. მისი გამოყენება რეკომენდებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში. ამ სამედიცინო ნივთს ხშირად იყენებენ ხანდაზმულებიც.ისინი განსხვავდება გადაადგილების მექანიზმის და წონითი დატვირთვის მიხედვით.საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი.
● კინეზიო ტეიპი - დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენება. ის მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთის აქტივობასა და მოძრაობას, რის გამოც ამ პროდუქტით ხშირად სპორტსმენები სარგებლობენ.
● ყავარჯენი - არსებობს იდაყვის და იღლიის, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირებაც სურვილისამებრ.
● შშმ პირთა ეტლი - თითოეული მათგანი განსხვავდება მასალით, ზომებით,წონითი დატვირთვით,ფუნქციებით და შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი ძირითადად, არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი.არსებობს ასევე მრავალფუნციური ეტლი,რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე,ფეხის მოსათავსებელი,შესაძლებელია ასევე თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში.
● ხელჯოხი - არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც,ასევე დასაკეცი. ის ადამიანებს წონასწორობის დაცვასა და გადაადგილებაში ეხმარება.
სად შევიძინოთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები?
ავადმყოფის მოვლა ურთულესი პროცესია და ამ პერიოდში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მათ შორის ხარისხიანი მოვლის საშუალებების გამოყენება. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს.ის პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. მთელი საქართველოს მასშტაბით მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. კომპანია „ახალი ხედვა“ თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. თუმცა სასურველი პროდუქტის შეძენა მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.