შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.BBC-ის ინფორმაციით, რეფერენდუმის დახმარებით უნდა დადგინდეს, როგორია მოსახლეობის განწყობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.
შვეიცარია არის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც არ ცნო ერთსქესიანთა ქორწინება. მხარდამჭერები ამბობენ, რომ კანონის ცვლილება დიდი ხანია დაგვიანებულია.
ეკლესია და მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების განცხადებით კი, ეს ტრადიციული ოჯახის ცნებას ძირს გამოუთხრის.