გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.
ქვეყნის მოსახლეობა ახალ კანცლერსა და მთავრობას ირჩევს.
DW-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 18:00 საათამდე გაგრძელდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ეგზიტპოლების მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები შვიდი პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ. წინასწარი გამოკითხვების შედეგად, ხმათა უმრავლესობით არმინ ლაშეტი და სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი ლიდერობენ.ინფორმაციისთვის, დეპუტატთა არჩევა საერთო, თავისუფალი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ხდება. არჩევნებში 18 წელზე უფროსი ასაკის პირები მონაწილეობენ, მათი ქონებრივი მდგომარეობის, განათლების და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამომრჩეველი ხმას აძლევს როგორც კონკრეტულ კანდიდატს, ასევე პარტიულ სიებს. არჩევნებთან დაკავშირებით Deutche Welle შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს.