დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი, ტატა იმნაძე „ფაიზერის“ მეორე დოზით აიცრა.
„ახლა მაინც გჯერათ, ხალხო?! ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ტატა Instagram-ზე.
მას შემდეგ, რაც ფეხმძიმე ტატა იმნაძემ „ფაიზერის“ პირველი დოზა გააიკეთა, მის ამ ქმედებას საზოგადოებაში სკეპტიკური გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ Instagram-გამომწერებისთვის პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეეთავაზებინა ვაქცინაციის პროცესი.