აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თარჯიმანს მოძრაობა „ჰესბოლა“ -სთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ პირმა ლიბანურ პროირანულ დაჯგუფებას ერაყში ამერიკელი აგენტების სახელები გადასცა.
62 წლის მარია ტომფსონმა ბრალი აღიარა. ტომფსონი ლიბანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. ის „ჰესბოლას“ აგენტს ინტერნეტის მეშვეობით 2017 წლიდან ეკონტაქტებოდა.
სხვა ინფორმაციასთან ერთად მარია ტომფსონმა „ჰესბოლას“ იმ ამერიკელ აგენტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დახმარებითაც 2020 წლის იანვარში ამერიკულმა ავიაციამ ერაყში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი და მისი თანმხლები პირები გაანადგურა. ტომფსონი აშშ-ში 2020 წლის თებერვალში დააკავეს.
თავის საქციელს ტომფსონი იმით ხსნის, რომ მის ლიბანელ თანამზრახველთან რომანტიკული ურთიერთობები გაუჩნდა, რადგანაც „ძალიან სჭირდებოდა სიყვარული ამ ასაკში“ და მან რაღაცა პერიოდით „დაივიწყა ვინ იყო“.