კანადაში ექიმებმა უცნობი დაავადების აფეთქება დააფიქსირეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
The New York Times-ის ცნობით, კანადის ერთ-ერთ პროვინციაში ექიმებმა ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირველი პაციენტები ჯერ კიდევ 2015 წელს დააფიქსირეს, ახლა კი დაავადებულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, აქედან 6 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადების სიპმტომებია: სწრაფად პროგრესირებადი გონების დაბინდვა და სხვადასხვა ტიპის ფსიქიატრიული გამოვლინებები. პაციენტებს აწუხებთ უძილობა, მამოძრავებელი და მხედველობითი ფუნქციების დარღვევა.
ამ ეტაპზე, ექიმებს დაავადების კლასიფიცირება უჭირთ, რადგან ყოველ შემთხვევასთან ერთად სიმპტომების სხვადასხვა ნაკრებს ხვდებიან.
„ხალხი შეშფოთებულია, აინტერესებთ არის თუ არა ეს გარემოს ბრალი? გენეტიკურია თუ სხვა რამის ბრალია? ყველას პახუსი უნდა“,- ამბობს თქვა ივონ გოდინმა, ბერტრანდის მერმა.
დაავადების იდენტიფიცირება ექსპერტიზითაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ექიმები დაავადებას ჯერჯერობით „New Brunswick-ის უცნობი ეტიოლოგიის ნევროლოგიურ სინდრომს“ უწოდებენ.